წიგნი/სახელმძღვანელო

Text Box: წიგნის ფოტო















ბიბლუსის მაღაზიებში

ასევე, მაღაზია ლატერნა

“ლიგა”  –  კლინიკა, რომელიც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სექსოლოგიის სასწავლებელთაშორის და მულტიდისციპლინურ კათედრის ბაზაზე აღმოცენდა, არ კარგავს აკადემურობას და აგრძელებს კლინიკურ-სამეცნიერო მუშაობას. ამ მიდგომის საუკეთესო დასაბუთებაა ნაშრომი ‘კლინიკური სექსოლოგიის პროპედევტიკა’, რომელიც უახლესი სამეცნიერო მონაცემებისა და ჩვენი კლინიკის სამკურნალო საქმიანობის/გამოცდილების ნაზავია (სინთეზია), რაც ამ წიგნში გადმოცემულ ინფორმაციას უნიკალურს ხდის.

ნებისმიერი ადამიანი, მათ შორის, ექიმი თუ პაციენტი, ადვილად დარწმუნდება, რომ კლინიკამ აირჩია აკადემიურ სამეცნიერო სიახლეებზე დაფუძნებული თანამედროვე მიმართულებები. სხვადასხვა სიმძიმის და მრავალფეროვანი რისკ ფაქტორებით განპირობებული სექსუალური დისფუნქციების მკურნალობა კლინიკაში მიმდინარეობს მხოლოდ სტატისტიკურად სანდო კვლევებზე დაფუძნებული წარმატებული მეთოდებით და, ამასთან, კონკრეტულ პაციენტზე ფოკუსირებული ოპტიმალური და მოქნილი სამკურნალო მიდგომების მონო თუ კომპლექსური ვარიაციებით.

%d bloggers like this: