კონსულტაცია

პირველადი კონსულტაცია – პირველი ვიზიტი

პაციენტის ჩივილების და შესაძლო დარღვევების შემთხვევაში ტარდება: გამოკითხვა, ანამნეზის შეკრება, პრობლემის დაზუსტება, წინასწარი დიაგნოზის ფორმულირებით, დიაგნოსტიკა-მკურნალობის ეფექტური მეთოდების დაგეგმვა ინდივიდუალრი კონტექსტის გათვალისწინებით).

 შესაძლოა, ადამიანს არ აქვს ჩივილი, მაგრამ აქვს სექსუალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ შეკითხვები. ასეთ შემთხვევაში ტარდება ექიმის ახნა-განმარტებითი პასუხები.  

განმეორებით კონსულტაციები

განმეორებითი ვიზიტები – მოიცავს ფსიქოთერაპიულ სეანსებს (კოგნიტური და ქცევითი თერაპიის სპეციფიკური ვარიაცია, რომელიც წარმატებით გამოიყენება კლინიკური სექსოლოგიაში), დიაგნოსტიკური (ორგანული რისკ-ფაქტორების გამოვლენა) და სამკურნალო მეთოდების სხვადასხვა ვარიანტებს (მედიკამენტური, ინტრაკავერნული ფარმაკოთერაპია, ფიზიოპროცედურები).

რა შემთხვევაში ტარდება პირველი კონსულტაცია?
  • პაციენტი თვლის, რომ აქვს სექსუალური დისფუნქცია (გადავდივართ კონკრეტულ დისფუნქციებზე) და სურს მკურნალობა.
  • პაციენტი თვლის, რომ სექსუალური დარღვევა არ აქვს, თუმცა აქვს შეკითხვები (გადავდივართ შეკითხვებზე სხვა გვერდზე, სადაც არის ტექსტი) საკუთარი, პარტნიორის თუ შვილის სექსუალური ჯანმრთელობის ირგვლივ და სურს კვალიფიციური პასუხების მიღება.
რა შემთხვევაში ინიშნება მეორადი კონსულტაცია?

განმეორებითი (მიმდინარე ვიზიტები) კონსულტაციები ინიშნება კონკრეტული დისფუნქციის დიაგნოსტირებისთვის აუცილებელი გამოკვლევებისა და სამკურნალო სეანსების ჩატარების მიზნით. ვიზიტების რაოდენობა დამოკიდებულია მკურნალობის ინდივიდუალურად შერჩეულ  მეთოდზე.   

%d bloggers like this: