ვაგინიზმი

ვაგინიზმი წარმოადგენს ფსიქო-სომატური დარღვევის კლასიკურ ნიმუშს, როდესაც პენეტრაციის შიშის გამო ვითარდება საშოს კუნთების სპაზმი (შეკუმშვები ხდება ქალის ნების გარეშე, ხშირად ის ვერც კი ხვდება რა არის საშოს “შევიწროვების” მიზეზი), ან ყალიბდება მთელი სხეულის ე.წ. არიდების რეფლექსი (ქალის მისდა უნებურად ცდილობს აირიდოს პენეტრაცია, ძაბავს სხეულს, საწოლში “ზევით-ზევით მიდის” და ა.შ.).  ეს მდგომარეობა პრაქტიკულად გამორიცხავს სქესობრივი აქტის ჩატარების შესაძლებლობას და მკვეთრად არღვევს პარტნიორული წყვილის სექსუალური ფუნქციონირების შესაძლებლობას.

კლინიკური თვალსაზრისით, ვაგინიზმი განსაკუთრებით მწვავე პრობლემაა, რადგან ამ დროს ირღვევა წყვილის, როგორც სექსუალური, ასევე რეპროდუქციული ფუნქცია.

მოსახლეობაში ვაგინიზმზე ინფორმაციის დეფიციტის გამო ხშირია შემთხვევები, როცა წყვილი დიდი ხნის განმავლობაში ვერ ხვდება რაშია საქმე, ვის აქვს დარღვევა – მამაკაცს თუ ქალს, ვის მიმართონ და ა.შ.  ამ სფეროზე საუბარი წყვილს უჭირს, რაც იწვევს მკურნალობის გადავადებას. თავისთავად, სამკურნალო ღონისძიებების დაგვიანება კიდევ უფრო აღრმავებს პრობლემას. 

ვაგინიზმის  შემთხვევათა უმრავლესობაში პენეტრაციის განხორციელება საერთოდ ვერ ხერხდება (ასეთ მდგომარეობას უწოდებენ ქალწულებრივ ქორწინებას – ვირგოგამია). იშვიათ შემთხვევებში, პენეტრაცია წვალებით ხორციელდება, მაგრამ ქალს  აქვს ტკივილი და წვა, რაც მას სექსუალური აქტივობის სურვილს უქრობს. 

rimary & Secondary Vaginismus

პენეტრაცია შეუძლებელია                                        ნაწილობრივი პენეტრაცია ტკივილით

ინტერნეტში ადვილად წააწყდებით თვითმკურნალობის სხვადასხვა მეთოდს, რომელთა  შედეგები საეჭვოა,  განკურნების სწრაფი და მყარი ეფექტის მიღწევა მხოლოდ ექიმის დახმარებით არის შესაძლებელი.

საქართველოს სინამდვილეში დამკვიდრებული პრაქტიკაა  ხელოვნური დეფლორაცია, გინეკოლოგიური პროცედურები, რაც გულისხმობს საშოში ტამპონების ან მზარდი ზომის  სარკის შეტანას და ფსიქოთერაპიული სექანსები ფსიქოლოგთან. 
ვაგინიზმი კლინიკური დიაგნოზია, ამიტომ მისი დადასტურება და სამკურნალო ტაქტიკის შერჩევის უფლება მხოლოდ ექიმს აქვს (ოჯახის ექიმი, გინეკოლოგი, სექსოლოგი). 

ჩვენი კლინიკის პრაქტიკა და სხვა კლინიკური სექსოლოგების გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ვაგინიზმის მკურნალობა ეფექტურია, როცა მას სექსოლოგი ატარებს.  მკურნალობა ტარდება კომპლექსური მეთოდით, რაც მოიცავს ინდივიდუალურად შერჩეულ კოგნიტურ-ბიჰევიურ თერაპიას, საშოს დესენსიტიზაციას ხელოვნური დეფლორაციის გარეშე, წყვილის სექსთერაპიას მამაკაცის მოსალოდნელი სექსუალური დარღვევის თავიდან აცილების მიზნით. ამ კომპლექსური მეთოდით მუშაობის  მრავალწლიანმა გამოცდილებამ შესაძლებელი გახადა ჩვენს კლინიკაში ვაგინიზმის მკურნალობის კურსი 5-7 სეანსზე დაგვეყვანა, რის შედეგადაც წყვილი ახერხებს პენეტრაციული აქტის ჩატარებას დაბრკოლების გარეშე.

ასე რომ ნუ კარგავთ დროს, ვაგინიზმის მკურნალობა ადრეულ სტადიაზე გაცილებით ადვილი და ეფექტურია.

%d bloggers like this: