მთავარი

კლინიკა “ლიგა”

კლინიკური სექსოლოგია
დირექტორი: არჩილ ბაქრაძე

სამუშაო საათები:
ორშაბათი-შაბათი 11:00 – 17:00

032 2 32 21 21
599 51 79 78
რევაზ თაბუკაშვილის 19ა
თბილისი, 0108

მიმდინარეობს საიტის განახლება. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

გმადლობთ, რომ შემოხვედით ჩვენს ვებგვერდზე

აქ თქვენ გაეცნობით სექსუალური ჯანმრთელობის შესახებ მხოლოდ და მხოლოდ აკადემიურ მონაცემებს.

საიტის მიზანია ადამიანმა გაცნობიერებულად  გადაწყვიტოს, რა შემთხვევაში და ვის მიმართოს რჩევის მისაღებად ან დიაგნოსტიკა-მკურნალობის ჩასატარებლად.

ჩვენი კლინიკა სპეციფიკურია და ეს, ალბათ, არც არის გასაკვირი – სექსუალობა გამორჩეულად პირადი საკითხია და ითვლება, რომ სხვასთან, თუნდაც ექიმთან, ამ თემაზე ლაპარაკი ადვილი არ არის.

თუმცა, დღეს სექსუალობას ადამიანის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობისთვის უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია და სექსუალური ჯანმრთელობის ირგვლივ ცხოვრების რაღაც ეტაპზე ნებისმიერ ადამიანს გვიჩნდება შეკითხვები, ხანდახან გვაქვს გაუგებრობები, ზოგჯერ კი დარღვევები.

პასუხგაუცემელი შეკითხვები და არასწორი წარმოდგენები გაუგებრობების ხელშემწყობია. დროში გახანგრძლივებული ეს გაუგებრობები სექსუალური დისფუნქციის/დარღვევის წინაპირობაა. არაკორეგირებული სექსუალური დარღვევები კი საზიანოა ზოგადი ჯანმრთელობისთვისაც და პარტნიორთან ურთიერთობითი ჰარმონიისთვისაც.

უმრავლეს შეკითხვაზე პასუხი უკვე არსებობს, გაუგებრობების თავიდან აცილება და/ან გადალახვა მარტივია, სექსუალური დარღვევის მოკლე დროში ეფექტური და სრული განკურნება კი სავსებით შესაძლებელი. ჩვენი კლინიკის მთავარი ღირებულებაა პაციენტთან ემპათიაზე დაფუძნებული ურთიერთობა – გახსნილი, მეგობრული, მორალური განსჯის გარეშე – ზუსტად ისეთი, როგორსაც ვისურვებდით, როცა ჩვენ ვართ პაციენტის როლში.

კლინიკური სექსოლოგიის თანამედროვე შეხედულებები და კომპლექსური სამკურნალო მეთოდები იმდენად აადვილებს პრობლემის ზუსტ იდენტიფიკაციას და მის კორექციას, რომ გარწმუნებთ, ექიმთან კონსულტაცია ნამდვილად ღირს. 

უმრავლეს შეკითხვაზე პასუხი უკვე არსებობს, გაუგებრობების თავიდან აცილება და/ან გადალახვა მარტივია, სექსუალური დარღვევის მოკლე დროში ეფექტური და სრული განკურნება კი სავსებით შესაძლებელი.
ჩვენი კლინიკის მთავარი ღირებულებაა პაციენტთან ემპათიაზე დაფუძნებული ურთიერთობა – გახსნილი, მეგობრული, მორალური განსჯის გარეშე – ზუსტად ისეთი, როგორსაც ვისურვებდით, როცა ჩვენ ვართ პაციენტის როლში.

 

კლინიკური სექსოლოგიის ფუძემდებლები: უილიამ მასტერსი და ვირჯინია ჯონსონი, ალფრედ კინზი, ჯონ ბანკროფტი, ტომ ლუ, სანდრა ლეიბლუმი

სექსუალური ჯანმრთელობა ზოგადი ჯანმრთელობის განუყოფელი ნაწილია