1 2 3 4 5 6

გმადლობთ, რომ შემოხვედით ჩვენს ვებგვერდზე

აქ თქვენ გაეცნობით სექსუალური ჯანმრთელობის შესახებ მხოლოდ და მხოლოდ აკადემიურ მონაცემებს.

საიტის მიზანია ადამიანმა გაცნობიერებულად  გადაწყვიტოს, რა შემთხვევაში და ვის მიმართოს რჩევის მისაღებად ან დიაგნოსტიკა-მკურნალობის ჩასატარებლად.

ჩვენი კლინიკა სპეციფიკურია და ეს, ალბათ, არც არის გასაკვირი - სექსუალობა გამორჩეულად პირადი საკითხია და გასაგებია, რომ სხვასთან, თუნდაც ექიმთან, ამ თემაზე ლაპარაკი ადვილი არ არის.

თუმცა, დღეს სექსუალობას ადამიანის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობისთვის უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია და სექსუალური ჯანმრთელობის ირგვლივ ცხოვრების რაღაც ეტაპზე ნებისმიერ ადამიანს გვიჩნდება შეკითხვები, ხანდახან გვაქვს გაუგებრობები, ზოგჯერ კი დარღვევები.

  •  პასუხგაუცემელი შეკითხვები და არასწორი წარმოდგენები გაუგებრობების ხელშემწყობია.
  •  დროში გახანგრძლივებული ეს გაუგებრობები სექსუალური  დისფუნქციის/დარღვევის წინაპირობაა.
  •  არაკორეგირებული სექსუალური დარღვევები კი საზიანოა ზოგადი  ჯანმრთელობისთვისაც და პარტნიორთან ურთიერთობითი  ჰარმონიისთვისაც.

 

კლინიკური სექსოლოგიის თანამედროვე შეხედულებები და კომპლექსური სამკურნალო მეთოდები იმდენად აადვილებს პრობლემის ზუსტ იდენტიფიკაციას და მის კორექციას, რომ გარწმუნებთ, ექიმთან კონსულტაცია ნამდვილად ღირს.

უმრავლეს შეკითხვაზე პასუხი უკვე არსებობს, გაუგებრობების თავიდან აცილება და/ან გადალახვა მარტივია, სექსუალური დარღვევის მოკლე დროში ეფექტური და სრული განკურნება კი სავსებით შესაძლებელი.

 

ჩვენი კლინიკის მთავარი ღირებულებაა პაციენტთან ემპათიაზე დაფუძნებული ურთიერთობა - გახსნილი, მეგობრული, მორალური განსჯის გარეშე - ზუსტად ისეთი, როგორსაც ვისურვებდით, როცა ჩვენ ვართ პაციენტის როლში.

კონსულტაცია

პირველადი კონსულტაცია - პირველი ვიზიტი

 

რა შემთხვევაში ტარდება პირველადი კონსულტაცია? 

პაციენტი თვლის, რომ აქვს სექსუალური დისფუნქცია  და სურს მკურნალობა.

პაციენტი თვლის, რომ სექსუალური დარღვევა არ აქვს, თუმცა აქვს შეკითხვები  საკუთარი, პარტნიორის თუ შვილის სექსუალური ჯანმრთელობის ირგვლივ და სურს კვალიფიციური პასუხების მიღება.

 

პაციენტის ჩივილების და შესაძლო დარღვევების შემთხვევაში ტარდება გამოკითხვა, ანამნეზის შეკრება, პრობლემის დაზუსტება წინასწარი დიაგნოზის ფორმულირებით, დიაგნოსტიკა-მკურნალობის ეფექტური მეთოდების დაგეგმვა კონკრეტული გარემოების გათვალისწინებით.

თუ ადამიანს არ აქვს ჩივილი, მაგრამ აქვს სექსუალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული შეკითხვები, მაშინ ექიმი ატარებს ახნა-განმარტებით კონსულტაციას ინდივიდუალური კონტექსტის გათვალისწინებით.

 

განმეორებითი კონსულტაციები - განმეორებითი ვიზიტები

განმეორებით ვიზიტები ინიშნება დიაგნოსტირებისა და სამკურნალო ღონისძიებების ჩატარების მიზნით. 

თერაპიული სეანსები ეფუძნება  ე.წ. სექსთერაპიის მეთოდს, რომელიც წარმოადგენს კოგნიტური და ქცევითი ფსიქოთერაპიის სპეციფიკურ ვარიაციას და  წარმატებით გამოიყენება კლინიკურ სექსოლოგიაში.  

დიაგნოსტიკური გამოკვლევებით ხდება ორგანული (სისხლძარღვების, ნერვული გზების, ასოს მღვიმოვანი ქსოვილის დაზიანება; საშოს კუნთების ჰიპერტონუსი; ეროგენული მგრძნობელობის დაქვეითება) რისკ-ფაქტორების გამოვლენა. 

არამსუბუქი  დარღვევების  შემთხვევაში ინიშნება მედიკამენტური მკურნალობა, ტარდება ინტრაკავერნული ფარმაკოთერაპია, ზოგიერთ შემთხვევაში  სპეციფიკური პროცედურები.

 ვიზიტების რაოდენობა დამოკიდებულია მკურნალობის ინდივიდუალურად შერჩეულ მეთოდზე. 

 

 შეკითხვები და უსაფრთხო პასუხები

ჩვენ უზარმაზარი გამოცდილება დაგვიგროვდა. თამამად

ვრცლად ..

წიგნი - სახელმძღვანელო

“კლინიკური სექსოლოგიის პროპედევტიკა” 

კლინიკა "ლიგის" აკადემიური  და პრაქტიკული  გამოცდილების დადასტურებაა წიგნი "კლინიკური სექსოლოგიის პროპედევტიკა", რომელიც უახლესი სამეცნიერო მონაცემებისა და ჩვენი კლინიკის სამკურნალო საქმიანობის ნაზავია. ამ წიგნში გადმოცემული მასალა უნიკალურია, რადგან აანალიზებს თანამედროვე მსოფლიო მედიცინის მიღწევების  ქართულ რეალობაში დანერგვის შედეგებს საქართველოს კულტურულ-სოციალური კონტექსტის გათვალისწინებით.  


 

ვრცლად ..